GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა VIII სტუდენტურ რეგიონთაშორის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ,,ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით’’ ჩატარდა VIII სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია,

კონფერენციაში გსს-ის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან მონაწილეობა მიიღო და მოხსენება წარმოადგინა 11 სტუდენტმა: ქართული ენის სამაგისტრო საფეხურის I კურსის სტუდენტმა ნათია ოქრუაშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი – მარიამ კობერიძე), ისტორიის სპეციალობის სამაგისტრო საფეხურის II კურსის სტუდენტმა რეზო მარნაძემ (ხელმძღვანელი პროფესორი – მამუკა ჯოლბორდი), ისტორიის სპეციალობის საბაკალავრო საფეხური IV კურსელებმა სოფიო დოლიაშვილმა, მარი მერებაშვილმა და მერი გიგუაშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი- მამუკა ჯოლბორდი), ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საფეხურის II, III, IV კურსის სტუდენტებმა მარი ტოტიკაშვილმა, ციური მეზვრიშვილმა, ნინო ბუჭუხიშვილმა, ლამარა დოლიაშვილმა (ხელმძღვანელი თამარ გოგოლაძე), მარიამ ქებაძემ, ნინო ტატიშვილმა (ხელმძღვანელი პროფესორი – მურად მთვარელიძე).

წაკითხული მოხსენებები, რეცენზენტების შერჩევით დაიბეჭდება ელექტრონული ჟურნალის ,,მერმისის’’ მორიგ ნომერში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური