GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ევროკავშირის შესახებ დებატები გაიმართა

22 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ევროკავშირის შესახებ გაიმართა დებატები.

საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ოთხმა გუნდმა იმსჯელა. ახალგაზრდებმა ერთმანეთთან საპირისპირო 14 რეზოლუციაზე იდებატეს.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიება მიზნად მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და დებატების ტექნიკის დაუფლებას ისახავდა.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. დებატების მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური