GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ორატორული ხელოვნების ფესტივალ “გორგიას” დახურვის ცერემონიალი გაიმართა

26 აპრილს, უნივერსიტეტის ახალი კამპუსის ატრიუმში ორატორული ხელოვნების ფესტივალ “გორგიას” დახურვის და მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, ამ ღონისძიების იდეის ავტორის, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ხელმძღვანელობით, სტუდენტები დაეუფლნენ ორატორულ ხელოვნებას და ჟიურის წინაშე სხვადასხვა თემებით წარსდგნენ: ქალი და პოლიტიკა, რა არის ბედნიერება, კრიტიკის შიში, კავკასიური ერთობა, ლიდერობა და ა.შ.

ჟიურის წევრებმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პრორექტორმა პროფესორმა გულნაზ გალდავამ და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა კაჭარავამ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასეს გამომსვლელები და გამარჯვებულები გამოავლინეს:

  • I ადგილი – ალეკო ცოტნიაშვილი
  • II ადგილი – მარიამ ბოკერია
  • III ადგილი – თეკლა ორთოიძე

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ კომპანია “ტექნო ბუმის” მიერ დაწესებული პრიზები – პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი და მობილური ტელეფონი.

განსაკუთრებული პრიზი დაიმსახურა ჟიურის სიმპათიის ნომინაციაში გამარჯვებულმა ქეთევან დავითურმა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

დაჯილდოვების ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა ქართული ბენდი ნიკოლოზ კირვალიძის ხელმძღვანელობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური