GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ორი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე დაინტერესბული პირები გაეცნობიან შემდეგ პროგრამებს:

  1. ერთობლივი, ქართულ-ფრანგული, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “გლობალური საჯარო მმართველობა და პოლიტიკა”
  2. ერთობლივი, ქართულ-გერმანული, ქართული და ინგლისურენოვანი სამაგასტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა და პოლიტიკა”.

პრეზენტაცია გაიმართება 109-ე აუდიტორიაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური