GE

ილიაუნის მაგისტრანტებს მარკუს პენელის ინტენსიური სალექციო კურსი და ვორკშოპი ჩაუტარდათ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში (კურსი: მდგრადი არქიტექტურის სემინარი), O&O BAUKUNST სახელოსნოს არქიტექტორმა, მარკუს პენელმა, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა ინტენსიური სალექციო კურსი და ვორკშოპი.

ილიაუნის ცნობით, საპროექტო დავალების საფუძველზე, რომელიც წინასწარ შეიმუშავეს მარკუს პენელმა და ია კუპატაძემ, სტუდენტებს დაევალათ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია/ახალი ობიექტის მოფიქრება. პირველ დღეს შედგა ლექცია და საპროექტო დავალების ესკიზური პროექტების განხილვა; მეორე და მესამე დღეს კი სტუდენტებმა იმუშავეს საპროექტო დავალებაზე ჯგუფებში. მარკუს პენელისგან თითოეულმა ჯგუფმა მიიღო კონკრეტული რჩევები, წინადადებები და შენიშვნები. მესამე დღის ბოლოს სტუდენტებმა წარმოადგინეს საპროექტო დავალების ესკიზური ვარიანტი, რომელსაც გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში დაასრულებენ.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამი, მარკუს პენელი გახლავთ არქიტექტორი და ურბანისტი, რომელიც წლიდან უძღვება O&O BAUKUNST სახელოსნოს. 2011 წლიდან იგი გახლავთ ბერლინის სახელოსნოს მმართველი პარტნიორი.

მარკუს პენელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

O&O BAUKUNST სახელოსნოს შესახებ იხილეთ ვებგვერდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური