GE

„მივხვდი რომ ჯადოა“ – ალექსანდრე ჯეჯელავა გენდერული თანასწორობის საკითხზე

ის რომ საგნის  ,,მე და საზოგადოების“  ფარგლებში მოხდება რელიგიის საკითხების სწავლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

მინისტრის თქმით, საგნის მე და საზოგადოება სწავლება სკოლებში 2017-2018 სასწავლო წლიდან დაიწყება, ხოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა უახლოესი პერიოდიდან.

,,ძალიან ბევრი მსჯელობა მოჰყვა რელიგიის სწავლების საკითხს. თუმცა მოახერხეს და ისეთ საკითხზეც ვერ შევთანხმდით – შემოქმედის ცნება უნდა ისწავლებოდეს თუ არა. იმის გათვალისწინებით, რომ შემოქმედი ყველა რელიგიაში არსებობს ჩვენ შემთხვევაში მისი ცნება საერთოდ ამოღებულია. აქ მეორე პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ – მორწმუნე ოჯახის მორწმუნე ბავშვი რომ ჰკითხავს მასწავლებელს: განა თქვენ არ იცით, რომ შემოქმედი არსებობსო მაშინ რა ხდება… ახლა, თქმა იმის, რომ  ,,მე და საზოგადოების“ ფარგლებში რელიგია ისწავლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენ ვასწავლით რელიგიას ისტორიის  თვალსაზრისით: სად რომელ საუკუნეში და როგორ გავრცელდა ესა თუ ის მრწამსი,“- განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ საკითხი გადახედვას მომავალში საჭიროებს და არ არის გამორიცხული მიდგომები შეიცვალოს.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც მინისტრა ისაუბრა გენდერული თანასწორობის თემა იყო.

,,ეს სტერეოტიპები იმენად არის გამჯდარი რომ ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით. მე რომ პირველად წამიკითხეს აი ნახე მაგალითიო: ,,გელა ჭკვიანია, თამუნას ცოტათი უჭირს სწავლაო…“ ვერაფერი ვერ შევნიშნე. მერე, როდესაც ამიხსნეს, მივხვდი რომ ჯადოა. აუცილებლად დავაკვირდებით მსგავს საკითხებს. მსგავი რამ რომ არ მოხდეს, მექანიზმი ჩადებულია, მაგრამ  არ ვფიქრობ, რომ ეს ჩადება ბოლომდე მიკერძოებულობას არ გამორიცხავს,“- დასძინა მინისტრმა.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური