GE

მოემატებათ თუ არა ქულა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც უნარებში რთული ვარიანტი წერეს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დასრულდა. შედეგების გამოქვეყნება კი ტრადიციულად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო. ყველაზე რთულად წელს მეოთხე და პირველი ვარიანტების ტესტური დავალებები დასახელდა. გამოქვეყნდა სტატისტიკური ინფორმაცია და ზოგადი უნარების გათანაბრების ცხრილიც. აბიტურიენტებს, რომლებმაც ტესტების ეს ვერსიები წერეს, ბარიერის გადასალახად 23 ქულაც ყოფნით.

dolidzeშედეგებთან,  ქულების გათანაბრებასთან და სკალირებასთან დაკავშრებით აბიტურიენტების მიერ დასმულ დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად Aris.ge-განათლება ზოგადი უნარების საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელს სოფო დოლიძეს დაუკავშირდა.

– როდის იქნება ცნობილი გათანაბრებული და სკალირებული ქულები და თუ ექნებათ ბავშვებს ამის შემდეგ შესაძლებლობა, რომ ცვლილებები შეიტანონ ფაკულტეტების ჩამონათვალში?

– სკალირება ჯერ ცნობილი არ იქნება. რაც შეეხება გათანაბრებას  ვფიქრობ საკმაოდ მალე მოხდება გათანაბრების ცხრილის გამოქვეყნება (ცხრილი უკვე გამოქვეყნდა). თუმცა აპელაციამდე მხოლოდ ზოგადი უნარის  გათანაბრების ცხრილი განსაჯაროვდება. ისიც იმიტომ, რომ როგორც წესი, ზოგადი უნარების პირველად შედეგებზე აპელაციის შედეგს გავლენა არ აქვს. სხვა გამოცდების შედგებს კი აპელაციის შედეგი, როგორც წესი ცვლის. ამიტომ, სხვა გამოცდების გაიგივების ქულა აპელაციის შემდეგ იქნება ცნობილი. აბიტურიენტებს კი აპელაციის შემდეგ რეიტინგული სიის შეცვლა არ შეეძლებათ. ამიტომაც მათ შეუძლიათ რეიტინგული სია მას შემდეგ განსაზღვრონ, რაც ზოგადი უნარების გაიგივების ცხრილი  გამოქვეყნდება.

– აბიტურიენტები ასევე დაინტერესდნენ, მოხდებთუ  არა  შედარებით რთული მეოთხე და პირველი ვარიანტების აბიტურიენტებისთვის ქულების მომატება?

– ქულის მომატებას არც ერთ ვარიანტში ადგილი არ აქვს.  იმ ვარიანტებში, რომელიც შედარებით რთულია, ხდება ზღვარის დაწევა, თუმცა ქულა არც ერთ აბიტურიენტს არ ემატება. მაგალითად პირველ ვარიანტში 50 ქულის ქვემოთ დარჩა აბიტურიენტების 30%, მეორე ვერსიაში ჩვენ ვეძებთ ქულას, რომლის ქვემოთაც დარჩა ასევე 30%. იმასთან გაიგება ხდება.  მეათედების ცვალებადობა  ერთი ქულის შეიძლება მოხდეს. თუმცა ქულა არავის ემატება.

– აბიტურიენტების კიდეერთი კითხვა უცხო ენებს ეხება. იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური ენის ტესტი რამდენიმე ვარიანტისგან შედგებოდა, მოხდება  მათი გაიგივებაც.  აბიტურიენტების ინტერესდებიან, მოხდება თუ არა ერთ ვარიანტიანი, მაგალთად გერმანული ენის ტესტის ინგლისური ენის ტესტთან გათანაბრება, თუ აქ სკალირება მოქმედებს?

– სადაც ერთი ვარიანტია იქ გაიგივება ვერ მოხდება, აქ სკალირება ხდება. დავუშვათ, ერთ ვარიანტში 24 ქულიანი ზღვარი ვერ გადალახა აბიტურინეტების 12%-მა, ჩვენ  უნდა ვიპოვოთ ქულა, რომელიც ვერ გადალახა ასევე 12%–მა  სხვა ვარიანტში. წელს ეს ქულა მეოთხე და პირველ ვერსიაში იყო 23, ესაა გაიგივება. სადაც ერთი ვარიანტია, იქ რა თქმა უნდა გაიგივება ვერ მოხდება.

რაშეეხება მომდევნო გამოცდას, რომლის შედგებიგამოქვეყნებასაც აბიტურიენტები ელიან, სავარაუდოდ ეს სწორედ უცხო ენის გამოცდა იქნება.

“ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის უფრო რთული იყო” – სოფო დოლიძე

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური