GE

პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მისაღებად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შესაბამისი ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ 2015 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა პროფესიული ტესტირების ცხრილი და ტესტების ნიმუშები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური