GE

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

ფოტო –
"ARTAREA"

წიგნის კითხვა ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. კითხვა ბევრისთვის სიამოვნებაა, ბევრისთვის აუცილებლობა, ბევრისთვის კი იძულებითი საქმე. ზაფხული და არდადეგები სწორედ რომ ხელაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ მოსწავლემ შეიყვაროს კითხვა და შეიმეცნოს ახალი.

Aris.ge-განათლების რუბრიკის – „რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე“ დღევანდელი სტუმარია პოლიტიკოსი, ლექტორი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი  :

„ადამიანმა უნდა იკითხოს სულ, განსაკუთრებით ზაფხულში. ზაფხული მშვენიერი დროა წიგნის წასაკითხად. გართობაც კარგია, მაგრამ ბავშვმა დღეში, ამ ასაკში 15-25 წუთი მაინც უნდა დაუთმოს კითხვას. შემდგომში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ თუ იგი მკითხველია, აუცილებლად ისარგებლებს იმით, რომ ზაფხულში დღე ძალიან დიდია და  დრო კითხვისთვისაც საკმარისია და თამაშითვისაც. ძნელია წასაკითხი ლიტერატურის ასაკობრივად დაყოფა, რადგან ბევრმა შეიძლება წერა-კითხვის სწავლის შემდეგ „ჯაყოს ხიზნები“ წაიკითხოს, რაც ბევრმა მოზრდილ ასაკშიც ვერ შეძლოს“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი და Aris.ge- განათლების მკითხველს იმ ლიტერატურული ნაწარმოებების სთავაზობს, რაც მისი აზრით, „პატიოსანმა ადამიანმა ახალგაზრდა, საბავშვო ასაკში უნდა იკითხოს“:

  • ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“
  • ვერგილიუსის „ენეიდა“
  • სოფოკლეს „ანტიგონე“ და „ოიდიპოსის მეფე“
  • ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
  • ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“ (შვიდივე წიგნი)
  • ტოლკინი
  • ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“
  • „ვეფხისტყაოსანი
  • ვაჟა-ფშაველას პოემები
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“
  • გალაკტიონის პოეზია
  • ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“
  • სერვანტესის „დონ კიხოტი“
  • მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „უფლისწული და მათხოვარი“
  • ო ჰენრის მოთხრობები
  • პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“
  • „გილგამეშიანი“
  • ოვიდიუსის „მეტამორფოზები“

„ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც ბავშვს არ შეუძლია მე არ მეგულება. ვიცნობ მოზარდებს, რომლებსაც ფრანც კაფკას „პროცესი“ აქვთ წაკითხული და უკეთესად ესმით, ვიდრე ვინმე სხვას, მაგრამ ეს მაინც ძალიან სერიოზული ლიტერატურაა და ბავშვი წყვეტს, წაიკითხოს, თუ არა. სასურველია ბავშვმა ისეთი წიგნით დაიწყოს კითხვა, რომელსაც ადვილად მოერევა. ალექსანდრე დიუმას ან ჯიულ ვერნის შემოქმედებით, მაგალითად „სამი მუშკეტერით.“ თუ ეს წიგნი ედიდება, მაშინ „პატარა პრინცი“ (იგივე „პატარა უფლისწული) მოცულობით პატარაა, ნახატებიანია და ძალიან კარგად იკითხება“,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური