GE

რას სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მობილობის მსურველ სტუდენტებს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მობილობის მსურველ სტუდენტებს მიმართავს:

EEU-ში გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე http://eqe.gov.ge/  პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქტცია იხილეთ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=Zi9GpTIY3XE

მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

უნიკალური შეთავაზება დამატებითი ერთი კრედიტის საფასური  – 20 ლარი

2016–2017 სასწავლო წლიდან EEU–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის  ერთი სასწავლო წლის  სწავლის საფასური განისაზღვრება:

საბაკალავრო პროგრამებზე:

  • სამართალი – 2380   ლარი.
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 2250  ლარი
  • ინგლისური ფილოლოგია   –    2250   ლარი.
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 2250  ლარი.

საბაკალავრო  პროგრამების აღწერილობა იხილეთ ბმულზე

სამაგისტრო პროგრამაზე:

  • სამართალი – 2500 ლარი;
  • ადამიანური რესურსების მართვა – 3000  ლარი;
  • განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 3000 ლარი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 3000  ლარი;

სამაგისტრო პროგრამების აღწერილობა იხილეთ    ბმულზე   

ვაკანსიები:

ა) ბაკალავრიატი

იურიდიული ფაკულტეტი

  • სამართალი_ 50 ვაკანსია

ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 30 ვაკანსია

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • ინგლისური ფილოლოგია –  10 ვაკანსია
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 15 ვაკანსია

ბ) მაგისტრატურა

  • სამართალი – 5 ვაკანსია
  • ადამიანური რესურსების მართვა – 3 ვაკანსია
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 4 ვაკანსია
  • განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 3 ვაკანსია

დოკუმენტაციის მიღების ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება  –  29აგვისტო – 2 სექტემბერი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება–  6 სექტემბერი
  • აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა –  6-7 სექტემბერი

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა –  8 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით  დამოწმებული):

  • განცხადება EEU-სრექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას ფაკულტეტზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთები მიიღება  10–დან  17 სთ – მდე EEU–ს 25-ე ოთახში.
მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.
საკონტაქტო: 577 50 53 54; 032248 01 41

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური