GE

საავიაციო უნივერსიტეტის პროექტი – “ვიზიტი რეგიონების სკოლებში” დასრულდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროექტი – “ვიზიტი რეგიონების სკოლებში” წარმატებით დასრულდა. პროექტში მონაწილე სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მონაწილეობის დამადასტურებელი სპეციალური სიგელები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 30-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ჩაატარეს პრეზენტაციები და აბიტურიენტებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები გააცნეს.

პროექტში 30 სტუდენტი იყო ჩართული. უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კი, გიორგი ქოროღლიშვილს და ლიკა მოხევიშვილს, რომლებიც იდეის მთავარი ინიციატორები იყვნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური