GE

საავიაციო უნივერსიტეტს საგურამოს და ნიჩბისის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს საგურამოს და ნიჩბისის სკოლის, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიები, ავიაკლუბის ნამუშევრები, ნახეს და გამოსცადეს ავიასიმულატორი, მიიღეს ინფორმაცია ავიაციის ისტორიის და უნივერსიტეტის შესახებ.

საავიაციო უნივერსიტეტი სკოლებს სთავაზობს შიდა ტურებს. ტურის მოსაწყობად საჭიროა სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური