GE

საგამოცდო ბარათების დარიგების შესახებ გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგამოცდო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოცდო ბარათების დარიგება უკვე დაიწყო.

11698947_854629284585146_6805186209682271359_oგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. მაგისტრანტობის კანდიდატებსა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებს კი საგამოცდო ბარათები იმ უმაღლეს დაწესებულებებში დაურიგდებათ სადაც ამჟამად სწავლობენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ მიუთითეს რეგისტრაციის დროს ბარათის აღების ადგილი, უნდა გამოცხადდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. იგი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მათივე თქმით, აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აბიტურიენტს მიაცილებენ სამუშაო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს ტესტს. დაგვიანების შემთხვევაში აბიტურიებტი გამოცდაზე არ დაიშვება.

ბარათის აღება შესაძლებელია გამოცდის დაწყებამდე ნებისმიერ სამუშაო დღეს. 

იხ. რესურსცენტრების მისამართები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური