GE

“სამტრედიის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები სავალალო მდგომარეობაშია”

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

გამგებლის თქმით, სამტრედიაში არსებული 22 ბაღიდან მოთხოვნებს ვერც ერთი აკმაყოფილებს.

„ყველა ბაღი არის სავალალო მდგომარეობაში. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი სიტუაცია დაგვხვდა,“ – ამბობს გამგებელი.

ვალერი ფოცხვერიას თქმით, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან სამტრედიისათვის გამოყოფილი 300 000 ლარითა და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 35 000 ლარით ბაღების საკითხის ნაწილობრივ მოგვარება იგეგმება.

ცნობისთვის, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა 2015 წელი რეგიონში სკოლამდელი დაწესებულებების წლად გამოცხადდა. გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნულ წელს რაც შეიძლება მეტი ბაგა-ბაღის შენობის მოწესრიგება  და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა უნდა მოხდეს.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/121992-samtrediashi-sabavshvo-baghebi-savalalo-mdgomareobashia

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური