GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2017“-ს მართავს

2017 წლის, 12 მარტს, 10 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2017“-ს მართავს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • მათემატიკა

ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, მოიცავს ტესტირებას 3 საგანში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • ისტორია

პასუხების გასაცემად 100 წუთია გამოყოფილი.

ოლიმპიადა საქართველოს 6 ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულსა და ზუგდიდში ერთდროულად გაიმართება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

  • I ადგილი – 2 გამარჯვებული დაჯილდოვდება Ipad-ით და IBSU-ს 100 % -იანი სასწავლო გრანტით;
  • II და III ადგილი – 4 გამარჯვებული დაჯილდოვდება უახლესი მოდელის ტელეფონით, kINDLE- ითა და IBSU-ს 75 %-იანი სასწავლო გრანტით;
  • IV -X ადგილები – გასული 14 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 50 %-იანი სასწავლო გრანტით;
  • XI- XXV ადგილები – 30 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 20 %-იანი სასწავლო გრანტით.

ოლიმპიადის სასწავლო გრანტით აბიტურიენტი ისარგებლებს მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში!

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ფორმა

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური