„სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარის შეცვლა არ იგეგმება“ – ივა მინდაძე
მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აბარებენ. უცხოური ენის გამოცდა გუშინ ჩატარდა. ტესტირებაზე 43 ათასამდე მოსწავლე მივიდა, საიდანაც ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა.
გამოცდებზე ზღვარი 5,5 ქულაა. მოსწავლეები, რომლებსაც 5,5 -ზე ნაკლები ქულა აქვთ, ატესტატს ვერ აიღებენ, რადგან შეფასების და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, გამოცდის ბარიერის შეცვლა არ იგეგმება.
–ბატონო ივა, დაიწევს თუ არა ზღვარი სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და მიეცემათ თუ არა იმ მოსწავლეებს ჩაბარების საშუალება, რომლებმაც გამოცდაზე 5,47 ან 5,49 ქულა მიიღეს? მათ დღეს მიმართეს EDU.ARIS.GE–ს თხოვნით და კითხვით, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევაში დახმარება აღმოგვეჩინა. ასეთი ქულები მოსწავლეებმა ძირითადად უცხოური ენის გამოცდაში მიიღეს..
–წინა წლებში 5,5 იყო ზღვარი. ეს ძალიან დაბალი ბარიერია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მისი შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, თუ ბარიერი არ შეიცვალა, სამწუხაროდ, ეს მოსწავლეები ჩაჭრილები არიან.
–რა შედეგები აჩვენეს ინგლისურ ენაში მოსწავლეებმა?
–მთლიანობაში, უცხო ენაში ზღვარი მოსწავლეების 85%-მა გადალახა. ინგლისურ ენაში, დაახლოებით 12%-მდე ჩაიჭრა. 88%-მა მიიღო 5,5 ქულაზე მეტი. შარშანაც მსგავსი შედეგი იყო დაახლოებით, მაშინაც 10-11% ჩაიჭრა.
–25 მაისს ყველა მოსწავლეს ეცოდინება, ჩააბარეს თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები? როდის აიღებენ ატესტატს?
–კი, ეცოდინებათ. რაც შეეხება ატესტატის გაცემას, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. სკოლამ უნდა მისცეს შეფასება და განათლების სამინისტო გასცემს ატესტატს. როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში არიგებენ ატესტატებს.
შეგახსენებთ, რომ „კატის“ გამოცდები სკოლაში 25 მაისს დასრულდება. მე-12 კლასელები დღეს ისტორიის გამოცდას აბარებენ. 25 მაისს ქიმიას ჩააბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც შარშან ვერ გადალახეს ამ საგანში ზღვარი.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2016 – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება