GE

თელავში განათლების გამოფენა “მომავალი შენია” გაიმართა

თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა განათლების გამოფენა „მომავალი შენია“.

მასში კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. წარმოდგენილნი იყვნენ 5 ფაკულტეტი, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა სამსახურები. გამოფენის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის და დასაქმების ხელშეწყობა.

„გამოფენაში მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი უნივერსიტეტისათვის, რადგან გვსურს საჯარო სკოლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, ბაზები და სხვა რესურსები. ასეთი ღონისძიებები მრავალმხრივ სასარგებლოა არა მარტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის,“ – განაცხადა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა შიოშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური