GE

ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ტემპუსის პროექტის ფარგლებში „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ტრანსნაციონალური განათლების ინსტრუმენტები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), ქართული და საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ცენტრის ინფორმაციით, თეორიული ნაწილის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო UNESCO-ს ტრანსნაციონალური უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინების საფუძველზე კონკრეტული ინდიკატორების ჩამოყალიბება, მათი განვითარებისა და დახვეწის მიზნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური