GE

თსუ-ში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტედ ვაიტსაიდთან შეხვედრა გაიმართა

26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტედ ვაიტსაიდი ეწვია.

უნივერსიტეტის ინფორმაციიტ, ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო: ნატოს თანამედროვე გამოწვევები და ნატო სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური