GE

თსუ–ში კანცლერის ვაკანტურ თანამდებობაზე  განაცხადების მიღება დაიწყო

დღეიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის იგივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე  განაცხადების მიღება დაიწყო და 13 მაისის 18:00 საათამდე გაგეძელდება.

აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად მონაცემების შეფასება და კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება. შემდეგ კი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს იგიგე სენატს ერთი შერჩეული კანდიდატი უნდა წარუდგუნოს დასამტკიცებლად. სენატისთვის წარდგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი.

შეგახსენებთ, რომ კანცლერი სახელმწიფი უნივერსიტეტს იანვრის შემდეგ არ ჰყავს, ბოლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აკადემიურმა საბჭომ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა შეარჩია, თუმცა მისი წარდგენა სენატისთვის სტუდენტური პროტესტის გამო ვერ მოხდა. სტუდენტების ნაწილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებდა. მოგვიანებით თავად გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა და მას შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტურია.

მაისის თვეში სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება. ამჯერად სახელწმიფო უნივერსიტეტი ახალი შემადგენლობის აკადემიურ საბჭოს ირჩევს.

აკადამიური საბჭოს წევრობის სურვილი 34-მა პროფესორმა გამოთქვა. კანდიდატთა განცხადებების მიღება გასულ კვირას დასრულდა. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 11 მაისსა ჩანიშნული და აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტური თვითთმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტიდან 2-2 წარმომადგენელი, საერთო ჯამში კი 14 წევრი უნდა აირჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მოქმედ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება 16 მაისს შეუწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლადარჩეული აკადემიური საბჭო საქმიანობას სწორედ ამ დღიდან შეუდგება.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური