GE

უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მეორადი ჩარიცხვების მომხრე არ არიან

უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მეორადი ჩარიცხვების მომხრე არ არიან. ამის შესახებ მათ მაია მიმინოშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ Aris.ge-განათლებას განუცხადეს.

როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი მათთან ფაქტობრივად უკვე დაწყებულია და მეორადი ჩარიცხვები ტექნიკურად შეუძლებელი იქნება.

მანანა სანაძე – საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი: “ჩვენთვის მატარებელი უკვე დაიძრა, დღეს ვასრულებთ პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესს და ორშაბათიდან სასემინარო პროცესი და გაცნობითი შეხვედრები დაიწყება. კიდევ ერთ კვირაში კი უკვე ლექციებიც. მეორადი ჩარიცხვები ვერ განხორციელდება. ეს ტექნიკურად ფაქტობრივად შეუძლებელია. 2200 პირველკურსელი გვყავს და ვერ დავუშვებთ, რომ 600 აბიტურიენტის გამო სრულად დაგვენგრეს სასწავლო პროცესი. ყველა უნივერსიტეტის რექტორი შევთანხმდით, რომ ახლა მეორადი ჩარიცხვები შეუძლებელია”.

შაკო თავაძე – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი: “იქიდან გამომდინარე, რომ აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა უსასრულოდ ჩამოეწერათ უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, ვფიქრობ, რომ მეორად ჩარიცხვებს აზრი არ აქვს. მეორადი ჩარიცხვები მაშინ იყო აქტუალური, როდესაც აბიტურიენტები არჩევანში შეზღუდულები იყვნენ. გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ახლიდან უნდა დაწყებულიყო ჩარიცხვების პროცესი. ნაწილობრივ ეს ინფორმაცია საგანგაშო იყო, რადგან ჩვენთან სასწავლო პროცესსი ნაწილობრივ დაწყებულია და პირველკურსელებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. და თუ ჩარიცხვების პროცესი თავიდან დაიწყება, შეძლებელი იქნება სწავლის სექტემბერში დაწყება, რაც სხვა პრობლემებს გამოიწვევს”.

კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი: “ეს ბავშვები არ უნდა ჩაირიცხონ, სწავლის გადადება გამორიცხულია. სასწავლო პროცესი უკვე დავიწყეთ. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ პრაქტიკაზე, ბავშვებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ულიმიტოთ შემოეხაზათ უნივერსიტეტები და არ შემოხაზეს.”

მაია მიმინოშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

რატომ დარჩნენ უმაღლესების გარეთ ის აბიტურიენტები, ვინც ზღვარი ყველა საგანში გადალახა, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური