GE

უძილო ღამეები ბავშვის გონებას ვნებს – კვლევის შედეგები

სტატიაში მოცემული დასკვნები ეყრდნობა ბრიტანეთში 11 000 შვიდი წლის ბავშვის ძილის ტიპებისა და გონებრივი განვითარების კვლევას.
კვლევაში მონაწილე პატარებს, რომელთაც არ ქონდათ დარეგულირებული ძილის რეჟიმი, ან რომლებიც დასაძინებლად 21:00 სთ-ზე გვიან წვებოდნენ, ჰქონდათ დაბალი მაჩვენებლები კითხვასა და მათემატიკაში.

ძილის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ბუნებრივი განვითარების რითმის დარღვევა და ზიანი მიაყენოს ტვინს, რაც ახალი ინფორმაციის მიღებასა და გაგებაში ბავშვს ხელს უშლის, აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათ შეაგროვეს მონაცემები სამი, ხუთი და შვიდი წლის ბავშვებზე, რათა გაერკვიათ რამდენად ართმევენ ისინი მეცადინეობას თავს და რა კავშირშია ამ ყველაფერთან მათი ძილის ჩვევები.

ყველაზე არეული ძილის რეჟიმი გამოვლინდა სამი წლის ბავშვებში: ყოველი ხუთიდან 1 სხვადასხვა დროს მიდის დასაძინებლად.
შვიდი წლის ბავშვებში დაფიქსირდა უფრო მეტად დარეგულირებული ძილის რეჟიმი, კვლევის ობიექტთა თითქმის ნახევარი 9:30 სთ-დან 20:30 სთ-მდე მიდის დასაძინებლად.

მთლიანობაში, ბავშვები, რომლებსაც არასოდეს ქონიათ დარეგულირებული ძილის რეჟიმი ავლენენ ყველაზე ცუდ შედეგებს კითხვაში, მათემატიკასა და ზოგად აზროვნებაში. ძილის რეჟიმის დარღვევით გამოწვეული უარყოფითი შედეგბი, პატარა ასაკიდანვე უფრო მკაფიოდ აისახებოდა და ვითარდებოდა გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.

მკვლევარები, რომელთა ხელმძღვანელი იყო პროფესორი ამანდა საკერი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯიდან, აცხადებენ, რომ ზოგიერთ ბავშვში უძილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ოჯახში არსებული ქაოტური პირობებით და არა დარღვეული ძილის რეჟიმით, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას ახდენს ბავშის კოგნიტურ ფუნქციებზე.

„ჩვენ ვეცადეთ ამ საკითხისთვის ყურადღება მიგვექცია . ბავშვები, რომლებიც გვიან წვებიან დასაძინებლად ან მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი აქვთ, ძირითადად მოუწესრიგებელ ოჯახურ გარემოში იზრდებიან. ისინი გვიანობამდე უყურებენ ტელევიზორს, ძირითადად თავიანთ საძინებლებში. მსგავსი ფაქტორების გაკონტროლების შემდეგ, სუსტ გონებრივ შესაძლებლობებსა და მოუწესრიგებელ ძილის რეჟიმს შორის კავშირი გამოიკვეთა. ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რეჟიმის დაცვა ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ძილისა და ზოგადად აღზრდის რეჟიმის პატარაობიდანვე ჩამოყალიბება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვისთვის, თუმცა ამის გაკეთება და დარეგულირება გვიანი არასოდეს არ არის.მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ პროფესიონალების რჩევები, მცდელობას, დააწვინონ ბავშვი 19:30 სთ-ზე ადრე, უბრალოდ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.“ – განაცხადა პროფესორმა საკერმა.

კვლევების დეტალები გამოქვეყნებულია გამოცემაში – Journal of Epidemiology and Community Health.

დოქტორ რობერტ სკოტ-ჯაფი, რომელიც პედიატრიის და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პროფესორია, აცხადებს, რომ მოცემული კვლევა აშკარას ხდის, რომ ძილის და ზოგადად აღზრდის რეჟიმის პირობების დარღვევა იწვევს ბავშვების განვითარების პრობლემებს, თუმცა საკითხი გაცილებით მწვავეა, რადგან ტვინის სოციალურ-ბიოლოგიური განვითარების ფაქტორები არის კომპლექსურ ურთიერთკავშირში.

ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლეებმა, ნორმალური აკადემიური მოსწრებისა და გონებრივი განვითარებისთვის ღამით აუცილებლად უნდა გამოიძინონ კარგად“ – განაცხადა პროფესორმა სკოტ-ჯაფიმ.

წყარო: http://www.bbc.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური