GE

„წინა წელს მეორად ჩარიცხვებზე გამონაკლისი სიახლის გამო დავუშვით, წელს გამონაკლისი აღარ დაიშვება“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით გადაწყვეტილება მიღებულია – წელს მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება. როგრც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა წინა წლებში დაშვებული იყო გამონაკლისი, რადგან  სიახლეს ჰქონდა ადგილი. წელს კი გამონაკლისი აღარ დაიშვება.

,,წინა წლებში დავუშვით გამონაკლისები, რადგან გვქონდა სიახლე და იყო იმის ალბათობა რომ აბიტურიენტები კარგად არ იყვნენ ინფორმირებულები. თუმცა არ შეიძლება გამონაკლისმა მიიღოს სისტემური ხასიათი. დღევანდელ შეხვედრაზეც, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აიწონ-დაიწონა ყველა რისკი, რომელიც დაკავშირებული შეიძლება იყოს მეორად ჩარიცხვების შესაძლებლობასთან, გაითვალისწინეს არა მხოლოდ ერთი კატეგორიის სტუდენტების მოთხოვნები და მიღებულია საერთო გადაწყვეტილება.  არავითარი მიზეზი არ გვაქვს წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, სექტემბერში იწყება სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში და აბიტურიენტებს კარგი შანსი აქვთ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და პროფესიას დაეუფლონ. მომავალი წლიდან კი, სურვილის შემთხვევაში, ისევ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ.

ჟურნალისტების კითხვაზე აზრი აქვს თუ არა აბიტურიენტების შიმშილობას – მინისტრმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა ,,ცოტა არასერიოზულია ამ აქციას შიმშილობა ვუწოდოთ. მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და ძალიან კარგიც, რომ აქამდე არ მივიდა საქმე”.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ამ დროისათვის არც ერთი აბიტურიენტი არ იმყოფება, ისინი უწყებასთან უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხლმძღვანლის შეხვედრის დაწყებამდე იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი სამინისტროს ტერიტორია დატოვეს.

წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება, რას ურჩევს მაია მიმინოშვილი 600-მდე აბიტურიენტს

უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მეორადი ჩარიცხვების მომხრე არ არიან

მაია მიმინოშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

რატომ დარჩნენ უმაღლესების გარეთ ის აბიტურიენტები, ვინც ზღვარი ყველა საგანში გადალახა, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური