GE

1-ლი მარტიდან უმაღლესებსა და პროფესიულ კოლეჯებს შეეძლებათ, გამოცდები და პრაქტიკული ნაწილი არადისტანციურად წარმართონ

15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიულ სასწავლებლებს მიენიჭებათ უფლება, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ, თუმცა უნივერსიტეტები და კოლეჯები გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით თავად მიიღებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა

„რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს, აქ ორ ეტაპად გვაქვს გაყოფილი პროცესი, კერძოდ: 1-ლი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეთანხმებით ინდივიდუალურად მიიღებენ. შემდეგი ეტაპი, ანუ საქმიანობის სრულად აღდგენაა – მათ უფლებამოსილება ენიჭებათ, რომ აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი ანუ ლექციები აუდიტორიებში 15 მარტიდან განაახლონ. ეს არის მათი უფლებამოსილება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ისევ ჩვენთან შეთანხმებით მიიღებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საბავშვო ბაღები გაიხსნება პირველი მარტიდან, უნივერსიტეტები – 15 მარტიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური