GE

10 ფილმი, რომელიც თქვენს ბავშვებს სასიკეთო ან სულაც მსოფლიოს შეცვლისკენ უბიძგებს

ინსპირაციის მიღება ყველაფრიდან შეიძლება, მაგრამ ვიზუალური აღქმა განსაკუთრებით აძლიერებს შთაგონებას, მით უფრო მოზარდებში. ქვემოთ ჩამოთვლილ ფილმებს კონკრეტული მიზნები, გზავნილები აქვს, რომლებიც მაყურებელს დააფიქრებენ და რაღაც კარგის გაკეთებისკენ უბიძგებენ:

1. ბოულინგი კოლუმბიისთვის (Bowling for Columbine )

მსოფლიოში ცეცხლასროლი იარაღის გამოყენებას ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ში მოჰყვა,  ყოველ წელს დაახლოებით, 11 000 ადამიანი იღუპება. ვინ ან რა დგას ამის უკან? რასათა შორის პობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელი იქნება? ჰოლივუდი, როკ-ენ-როლი, ინტერნეტი? ან იქნებ – ისტორიული მიდრეკილება ძალადობის მიმრთ? ფილმის სიუჟეტი კოლუმბინას კოლეჯში ატეხილი სროლის ირგვლივ ვითარდება.

 2. ვირუნგა (virunga)

გაბედულ ადამიანთა ჯგუფი კონგოში, რისკავს სიცოცხლეს, რათა გადაარჩინონ მსოფლიოში არსებული მთის გორილათა უკანასკნელი წარმომადგენლები.

3. კვადრატი (The Square)

დაუჯერებელი ამბავი ძალადობასა და არაბულ გაზაფხულზე

4. ადგილი მაგიდასთან (place at the table)

დოკუმენტური ფილმი აღწერს ამერიკაში შიმშილის მძვინვარებას

5. სიკეთე გადამდებია

ეს დოკუმენტური ფილმი რამდენიმე წუთში გაგათავისუფლებთ ყოველგვარი სტრესისაგან და  მშვიდ განწყობას შეგიქმნით.

6. ვადჯდა (wadjda)

ფილმში მოთხრობილია დამოუკიდებელი  ულამაზესი საუდელი გოგონას ცხოვრების საოცარი ისტორია

7. მობეზრება (Fed Up)

საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დოკუმენტური ფილმი, რომელიც შაქარზე უარს გათქმევინებთ.

8. ცხოვრება ერთ დოლარად (Living on One Dollar)

ფილმის სოფლის ცხოვრების სიღატაკესა და სიკეთეზე მოგვითხრობს.

9. დოლორესი (Dolores)

ფილმი რასიზმის სექსიზმის და ზოგადად, ბოროტების წინააღმდეგ.

10. უთანასწორობა ყველასთვის (Inequality for All)

ერთი შეხედვით აბსტრაქტული თემა რეჟისორმა გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია და პრობლემის სიმძაფრე ყველასათვის გასაგებ ენაზე დაგვანახა

ფილმები, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენოთ, სანამ 13 წლის გახდებიან

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: commonsensemedia

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური