GE

“2016-2017 წლებში, დაგეგმილი გვაქვს მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70%-ით ეტაპობრივად ზრდა”

განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობას ერთ-ერთ პრიორიტეტად, სწორედ გნათლების დონის ამაღლება აქვს დასახული. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2016-17 წლებში მასწავლებლებს ხელფასი 70%-ით ეტაპობრივად გაზრდებათ.

“განათლების სფერო არ დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში ჩვენი მთავარი მიზანია მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება. ჩვენ როცა მოვედით ხელისუფლებაში 2 წლის წინ, მაშინ გავზარდეთ ხელფასები, მაგრამ ვაცნობიერებთ რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ მომავალ წლებში 2016-17 წლებშიც დაგეგმილი გვაქვს მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70%-ით ეტაპობრივად ზრდა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან პროფესიული განათლების კუთხით, იცით, რომ პროფესიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ არ განვითარდა ჩვენი მუშა-ხელი, თანამედროვე სპეციალისტები, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ კონკურენცია გავუწიოთ გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია 2020 წლამდე.

ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან, რომელბსაც აქვთ უნიკალური გამოცდილება ამ მიმართულებით.

განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე, ამიტომ, ჩვენ ახლავე ვამზადებთ მყარ საფუძველს, რათა სულ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდობა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური