GE

2017 წლის პირველკლასელებისათვის ბუკები უკვე შეძენილია – დეტალები საკითხის შესახებ

2017-2018 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელებისათვის ბუკები უკვე შეძენილია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  acer-ის ფირმის 53 700 ცალი  კომპიუტერი კომპანია „იუჯითიმ“ უნდა მიაწოდოს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შალუტაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „იუჯითიმ“ მიიღო მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულიც ის გახდა.

თქვენი აზრით, რა იყო  ამის მიზეზი?

-გიორგი შალუტაშვილი: არ ვიცი, თავიდან 30-მდე კომპანია დაინტეერსდა, მაგრამ როდესაც ვაჭრობა დაიწყო, მხოლოდ ერთი კომპანია შემოვიდა. კანონი ამას არ კრძალავს.

„იუჯითიმ“  ისეთი პირობები შემოგთავაზათ, რაც თქვენთვის ხელსაყრელი იყო?

-გ.შ: რა თქმა უნდა. მის მიერ შემოთავაზებული ფასით სახელმწიფომ დაახლოებით მილიონი ლარი დაზოგა.

რამდენი კომპიუტერი შეიძინეთ წელს და რა ოდენობის თანხა დასჭირდა ამას?

1406901659_10563216_847525111931902_957004019501295399_n-გ.შ: 53 700 ცალი  შევიძინეთ და ამისათვის 19 მილიონ 975 ათას 326 ლარი დაიხარჯა. 13  ათას 500  კომპიუტერი უკვე საწყობში გვაქვს, 10 ივლისამდე კი მოწოდება უნდა დაასრულონ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნინო სოზაშვილი კი ამბობს, რომ ისევე როგორც წინა წლებში, მათ ახლაც საჭიროზე მეტი კომპიუტერი შეიძინეს, რათა მობილობის შედეგად საჯარო სკოლებში გადმოსული ბავშვები დააკმაყოფილონ.

ნინო სოზაშვილი: რაოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება ხოლმე, თუ რამდენ მოსწავლეს იღებენ საჯარო სკოლები პირველ კლასში. ცოტა მეტსაც ვყიდულობთ, რადგან კერძო სკოლებიდან 1-დან მე-3 კლასის ჩათვლით ბავშვები რომ გადმოდიან, მათთვისაც ვითვალისწინებთ. შარშან 53 500 კომპიუტერი გვქონდა შესყიდული.

–დარჩენილ ზედმეტ კომპიუტერებს რა ბედი ელით?

–ნ.ს: არ რჩება ხოლმე, რადგან მათ სამი წლის განმავლობაში ვიყენებთ.  პირველ, მეორე და მესამე კლასში მობილობით გადმოსულ ბავშვებს ვურიგებთ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (ემისი)   კვირაში ერთხელ ვაგზავნი წერილს და ისინი მეუბნებიან თუ რამდენი ბავშვი დაემატა. მიდასტურებენ, რომ ამა და ამ საჯარო სკოლის ამა და ამ კლასში ნამდვილად ჩაირიცხა ბავშვი და ამის შემდეგ კომპიუტერს მათ გადავცემთ. ამიტომაც ვიღებთ ცოტა ზედმეტს.

ისიც გვეხმარება, რომ როდესაც საჯარო სკოლებიდან ბავშვები კერძო სკოლებში გადადიან, კომპიუტერებს აბრუნებენ და მათ დაბრუნებულებს შემდეგ სხვა ბავშვებს ვაძლევთ. თუმცა, სტატისტიკურად კერძოდან საჯაროში უფრო ხშირად გადმოდიან, ვიდრე საჯაროდან – კერძოში.

–წელს პირველკლასელები მხოლოდ ახალ ბუკებს მიიღებენ თუ ზოგს დაბრუნებულიც შეხვდება?

–ნ.ს: არა, პირველკლასელები აუცილებლად ახლებს მიიღებენ. დაბრუნებულები მეორე-მესამე კლასელებზე ნაწილდება. სწავლის დაწყებამდე პირადად მე მივდივარ ხოლმე საწყობში და დირექტორების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე თითოეულ სკოლას შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერს ვუგზავნით.

–რა ფირმის კომპიუტერები იქნება წელს?

–ნ.ს: Acer. შარშან lenovo შევიძნეთ.

–რითი განხვავდბა წლევანდელი ბუკები წინა წლისაგან?

–ნ.ს: ცოტა გაუმჯობესებული ვარიანტია. ყოველ წელს რაღაც ემატება, წინა წელთან შედარებით უფრო დაიხვეწა.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომელთა შვილებიც 2017 წელს პირველ კლასში ასაკის გამო ვერ შევიდნენ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური