საგამოცდო ცენტრები გამაგრილებელი საშუალებებით აღიჭურვება – დეტალები პროცესის შესახებ
„სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ უმოკლეს დროში აღიჭურვოს ცენტრები შესაბამისი გამაგრილებელი საშუალებებით. დანადგარების შეტანა ცენტრებში ორშაბათიდან დაიწყება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს პირველად დაიწყო მინისტრ ჩხენკელის ბრძანებით კონდიცირების სისტემებით საგამოცდო ცენტრების აღჭურვის პროცესი.
„განსაკუთრებით გასაკვირია პრეტენზიები, რატომ არაა ყველა ცენტრი აღჭურვილი კონდიციონერებით. ორშაბათიდან ვიწყებთ აღჭურვას. 800 ერთეული გამოცდის ოთახი გვაქვს ე.წ. სექტორი. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ შეიძლება 800–ვე დაუყოვნებლივ აღვჭურვოთ. გამოცდების პერიოდში პერმანენტული იქნება ეს პროცესი. ეს არ შეეხება უშუალოდ კონდიცირებას, ყველა სხვა დამხმარე მეთოდი ასევე იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გამოცდების ჩაბარება იყოს კომფორტული“,- განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, შეეცდებიან, ყველა ცენტრში შექმნან შესაბამისი რესურსი, თუმცა ეს დამოკიდებულია რა რესურსი ექნება ბიზნესს.
„არაა საუბარი მხოლოდ კონდიციონერებზე ბევრი სხვადასხვა აპარატურაა საჭირო. ჩვენ მონდომებულები ვართ მაქსიმალურად 800–ვე საგამოცდო სივრცეში გამოცდების პერიოდში მთლიანად მოვახდინოთ აღჭურვა“,- აცხადებს მურღულია.
მისივე განმარტებით, ტექნიკის შეძენა პირდაპირი წესით მოხდება და აქ საუბარია მობილურ დანადგარებზე, რომელთა დამონტაჟება ფანჯარაზე მილის მიერთებითაა შესაძლებელი.
„ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, რომ 22–ივე ცენტრში მაქსიმალურად გავაკეთოთ. ხმაური არის მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, ის. რომ დავდგათ დანადგარები და ამ პროცესში გამოწვეულმა ხმაურმა დაფიქრებული მუშაობა გამორიცხოს, ასევე მიუღებელია. ამასთან, დაკავშირებით გამოცდების ცენტრთან ვეძებდით ყოველთვის გამოსავალს. ორშაბათიდან დიაწყება აგრეგატების შეტანა სკოლებში. ეს არის პრემიერის დავალება მინისტრისთვის“, – განაცხადა მურღულიამ.
ამავე თემაზე:
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა – ახალი განრიგი!
როგორი გარემო დახვდებათ აბიტურენტებს საგამოცდო ცენტრებში (ფოტორეპორტაჟი)
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება