GE

გამოცდების განრიგის ცვლილების შემდეგ „ნაეკი“ აბიტურიენტების დამატებით კითხვებს პასუხობს – ახალი საგამოცდო ბარათები არ იქნება

მას შემდეგ, რაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ზაფხულის ცხელი დღეების გამო შეიცვალა, აბიტურიენტებს დამატებითი კითხვები გაუჩნდათ. ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს EDU.ARIS.GE-სთან გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია პასუხობს.

– ქალბატონო მაია, შეიცვლება თუ არა საგამოცდო ბარათები, შეძლებენ აბიტურიენტები განახლებული საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას?

– ჩვენს განმარტებაში წერია, რომ საგამოცდო ბარათში არანაირი ცვლილება არ მოხდება. ძირითად ნაწილს ბარათი უკვე ამობეჭდილი აქვთ და შეიძლება საერთოდ აღარ შევიდნენ. ისინი ჩვეულებრივად ძველი ამობეჭდილი ბარათით მოვლენ, უბრალოდ, თუკი უწერია 2-ში მეორე სესია, ის აპლიკანტი მოვა ახალი დადგენილი განრიგით.

– როდის მიიღებენ აბიტურიენტები ესემეს შეტყობინებებს ინდივიდუალურად, სესიების ცვლილების შესახებ?

– ახლა უკვე იწყება შეტყობინებების გაგზავნა, იმისი შესახებ, რომ ცვლილებები შევიდა, ზოგადი ინფორმაცია. შემდეგ, ხვალიდან კი, დაიწყება კონკრეტული სესიის ბავშვებისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, თუ რომელზე უნდა გამოცხადნენ.

– განრიგის ფორსმაჟორული ცვლილების გამო, არის ნაწილი აბიტურიენტებისა, რომელთაც გამოცდაზე გასვლა შესვენების გარეშე მოუწევთ, მაგალითად 5 რიცხვშიც და 6–შიც, რას ეტყოდით ამ აბიტურიენტებს?

– მოდით, ასე ვთქვათ, ეს ცვლილებები მათი ინტერესებისა და შეწუხების გამო გაკეთდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი შესაძლებლობაც იყო და, მე მგონი, გაცილებით ნაკლები დისკომფორტია ის, რომ ზედიზედ ორ დღეს აქვთ დილით გამოცდა, ვიდრე ის, 42 გრადუს სიცხეში რომ უწევდათ გამოცდაზე მისვლა და შეწუხება. ალბათ, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, შეიძლება იდეალური არა, მაგრამ საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში. ამასთან, შეიძლება ისედაც მოხდეს ისეთი ფაქტი, რომ  ზოგჯერ ზედიზედ ჩაუტარდეთ გამოცდა.

მაია გაბუნიას თქმით, არასწორ დროს გამოცხადების მიზეზით აბიტურიენტის დაგვიანება გამორიცხული იქნება, რადგან, თუ ის არასწორ დროს გამოცხადდება, გამოდის, რომ ერთი დღით ადრე უნდა მივიდეს გამოცდაზე და არა დათქმულ დღეს დაგვიანებით.

 ამავე თემაზე:

საგამოცდო ცენტრები გამაგრილებელი საშუალებებით აღიჭურვება – დეტალები პროცესის შესახებ

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა – ახალი განრიგი!

ტემპერატურა 40–გრადუსამდე – როგორი ამინდი ელით აბიტურიენტებს გამოცდების პირველ კვირას მთელ საქართველოში

როგორი გარემო დახვდებათ აბიტურენტებს საგამოცდო ცენტრებში (ფოტორეპორტაჟი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური