GE

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობა დაიწყო

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწო. მობილობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე www.students.emis.ge

მობილობაში მონაწილე სტუდენტს რეგისტრაციისას შეუძლია პრიორიტეტის პრინციპის დაცვით მიუთითოს სასურველი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ჩამონათვალი. ამ პრინციპით სტუდენტს უფლება აქვს მიუთითოს არაუმეტეს 5 პროგრამისა. სტუდენტი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ვალდებულია რეგისტრაციის დასრულების ვადებში საქართველოს ბანკში გადაიხადოს მობილობის საფასური – 40 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული პორტალზე მობილობის შედეგების დათვლისას.

სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობს პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით.

მობილობა 21 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება, შედეგები კი 26 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მას შემდეგ რაც მობილობის შედეგები გახდება ცნობილი, სტუდენტმა 27-28-29 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს სასწავლებელს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური