GE

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები 285-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა – აპელაციის შედეგები ცნობილია

შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები 285-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა, დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 140 მათგანს შეეცვალა.

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 3 სექტემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

ცნობისთვის, 2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად12 000-მდე კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. ნაეკის მიერ სულ  10 300 ნაშრომი გასწორდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური