GE

2019 წლის ზაფხულის გამოცდების შემდეგ უფროსის სტატუსი 5 700-მა პედაგოგმა მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში სტატუსი 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება  150 ლარით უკვე გაეზარდა და სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება როგორც სამინისტრო ამბობს შემდეგნაირად არის განაწილებული:

– უფროსი მასწავლებელი – 1 011 ლარი;

– წამყვანმა მასწავლებელი​ – 1 435 ლარი;

– მენტორი მასწავლებელი​ – 1 745 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, იმ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, ხელფასი შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში უფროსი მასწავლებლის სტატუსი 29 693 პედაგოგს აქვს, წამყვანის სტატუსი – 2 967 პედაგოგს, ხოლო მენტორის სტატუსს 248 მასწავლებელი ფლობს. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათი რაოდენობა 22 774-ს აღწევს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური