GE

„2020 წლიდან სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება“ – რამდენი დარეგისტრირდა ზაფხულის გამოცდისთვის

პრაქტიკოსი მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველების 2019 წლის ზაფხულის გამოცდაზე, ამ დროის მონაცემებით, 22 968 მასწავლებელი  დარეგისტრირდა. მათ შორის, 14 360 პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდაზე, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ – კონსულტატმა მაია ინასარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, წელს პედაგოგებს სტატუსის მისაღებად ბოლო შანსი აქვთ, რადგან მომავალი წლიდან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში, განსაკუთრებით გამოუვალ სიტუაციაში (საგანში პედაგოგის დეფიციტის შექმნის თავიდან ასაცილებლად) და ისიც ხელშეკრულებით გააგრძელებს სკოლაში მუშაობს.

„ზაფხულის გამოცდაზე ამ დროისთვის რეგისტრირებულთა ძალიან მაღალი ციფრია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 24 მაისს 6 საათზე სრულდება რეგისტრაცია, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. 36 668 პრაქტიკოსი მასწავლებელია სულ, აქედან საჯარო სკოლაში 33 405, თუ აქედან 23 ათასამდე მასწავლებელი უკვე დარეგისტრირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ  მასწავლებელთა უმრავლესობა აცხადებს სურვილს გაიაროს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. მასწავლებლებს ახლა ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ კომპეტენცია. ახლა არის მოკლევადიანი კურსი, განმეორებითი გამოცდის მოსამზადებლად, შემოდგომაზე, შედარებით გრძელვადიანი კურსები მზადდება. პრაქტიკოსი მასწავლებლები ჯერჯერობით სკოლაში დარჩებიან, ერთწლიანი ხელშეკრულება ექნებათ, თუ მოვა ახალგაზრდა კადრი, ან კადრი რომელსაც ექნება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ცხადია მას მიენიჭება უპირატესობა. თუ არ მოვა, ხელშეკრულება გაუგრძელებათ. აქედან გამომდინარე, რისკის ქვეშ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. ეს არის ბოლო შანსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, მათი ოდენობა სკოლაში მილევად რეჟიმში იქნება,“ – აღნიშნა მაია ინასარიძემ.

გარდა ამისა, მაია ინასარიძემ საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებით მინისტრის ინიციატივაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 33 405 პრაქტიკოსი მასწავლებელია საჯარო სკოლებში, მათგან  12 697 არის საპენსიო ასაკის. 547 პედაგოგი არის 80 წელს გადაცილებული, 1552 კი 75 და მეტი ასაკის.

ამავე თემაზე:

ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური