GE

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო – განრიგი და მაქსიმალური ქულები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10-15 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 70-მდე საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. როგორც გამოცდების ცენტრი 9 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტავს, დეტალური ინფორმაცია ცენტრის მისამართის, გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე, რომელსაც მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.

ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად ტარდება. I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი და სკოლების ჩამონათვალი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური – მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური