GE

2021-2022 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და სხვა დეტალები განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა დადგენილება 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ.

დადგენილების თანახმად:

1. 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

5. 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

2021-2022 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

ა.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);

ა.ბ) ჯანდაცვა;

ა.გ) ჰუმანიტარული;

ა.დ) ხელოვნება;

ა.ე) აგრარული;

ა.ვ) განათლება;

ა.ზ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);

ა.თ) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);

ა.ი) სამართალი;

ა.კ) მათემატიკა და ფიზიკა;

ა.ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ა.მ) ბიზნესი და ეკონომიკა;

“ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 39,96% (799 200 (შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი) ლარი) თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე.

“2021-2022 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 60,04% (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი) ლარი) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;

გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;

დ) განათლება − 6,07%;

ე) ჰუმანიტარული − 6,07%;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;

თ) სამართალი − 3,07%;

ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;

კ) აგრარული − 2,17%;

ლ) ჯანდაცვა − 1,17%;

მ) ხელოვნება − 0,67%”,  – წერია დადგენილებაში.

იხილეთ როგორ განაწილდება თანხები ქულების მიხედვით:

თანხების განაწილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური