GE

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მეორე ცვლილება შევიდა

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეორე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, განახლებულია ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით და დამატებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამა.

იხილეთ:

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2021
N2 ცვლილება ცნობარში აბიტურიენტებისთვის 2021

შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური