GE

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები კონკურსის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დაასახელეს. ესენი არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნინო ფსუტური – გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე თემაზე:

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm