2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა.
გამარჯვებული მასწავლებლის დღეს, 4 ოქტომბერს, სულ რამდენიმე წუთის წინ დაასახელეს. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
გიორგი ლიპარიშვილი, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
ნათია უჩავა, თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
სოფიო ქუხილავა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
დღესვე გამოვლინდნენ პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანის“ გამარჯვებულები და ესენი არიან:
საბა მელისკაური, მარინე კვარაცხელია, მაკა ბუდაღაშვილი.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლა-სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდოს მიერ გამოავლინდა და საზოგადოებას წარედგინა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების 11 გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად რთავენ მოსწავლეებს სწავლების პროცესში, აყვარებენ მათ ამ ნაწარმოებს და ეხმარებიან მის გააზრებაში.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ამავე თემაზე:
ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება და 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლების გზა აღიარებამდე
-
„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
by ARIS.GE-განათლება
-
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება

