51-ე საჯარო სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა – დაკავებულია ერთი პირი

51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლე გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა. მე-11 კლასის მოსწავლის მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, მეორე მოსწავლის დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).
ამავე თემაზე:
დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
„ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა მშვიდად დატოვეს“ – ლია გიგაური
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამინისტროს ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
-
უნივერსიტეტი ან მისი პროგრამა ჩაითვლება ავტორიზებულად/აკრედიტებულად ვადის ამოწურვის მიუხედავად – რა ცვლილება შედის კანონში by ARIS.GE-განათლება
-
რომელი მასწავლებლების კვალიფიკაციას შეისწავლის განათლების სამინისტრო პარლამენტის რეკომენდაციით – თემატური მოკვლევის შედეგები by ARIS.GE-განათლება
-
„დღეს მოსწავლის შეფასება ხელის შემშლელი უფროა, ვიდრე ხელის შემწყობი“ – დაჩი ნანობაშვილი გამოსავალის შესახებ by ARIS.GE-განათლება