51-ე სკოლის გარდაცვლილი მოსწავლეების თანაკლასელები საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან
51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა დასწრება დაბალია. საგაკვეთილო პროცესს ამ დროისთვის არ ესწრებიან გარდაცვლილი მოსწავლეების თანაკლასელები. დილიდან ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც პერიმეტრს აკონტროლებს. მოსწავლეების ნაწილი სკოლაში მშობლებთან ერთად მივიდა. სკოლის ტერიტორიაზე მოქალაქეები გუშინდელი ღამიდან ანთებენ სანთლებს და ყვავილები მიაქვთ.
როგორც სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე აცხადებს, მოსწავლეებს დამრიგებლები დაუკავშირდებიან და სასწავლო პროცესი სრულად აღდგება.
“რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება, რისი უფლებაც გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ახლა არ ყოფილა. დამრიგებლები დაურეკავენ ბავშვებს, მოვიკითხავთ და მოვლენ აუცილებლად. დღეს განახლდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც, ასევე ის ფსიქოლოგიც იქნებიან, იმიტომ რომ სტრესშია სკოლა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან სკოლის დირექტორმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ფსიქოლოგები უკვე იმყოფებიან სკლაში, თუმცა სკოლიდან გამოსული ერთ–ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ სკოლაში მხოლოდ სკოლის ფსიქოლოგები არიან.
1-ლ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას 51–ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა.
ამავე თემაზე:
განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნეს
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამინისტროს ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
„სკოლის მანდატურის ინსტიტუტი დასახვეწია“ – შინაგან საქმეთა სამინისტრო
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
„ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა მშვიდად დატოვეს“ – ლია გიგაური
მოამზადა გვანცა გუბელაძემ
-
სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
by ARIS.GE-განათლება
-
„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
by ARIS.GE-განათლება