„სკოლის მანდატურის ინსტიტუტი დასახვეწია“ – შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
„ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყოს დაცული. უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება,”- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანდატურების ინსტიტუტი დასახვეწია.
“ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის, პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მან უზრუნველყოს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად, შესაძლოა, ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება,“ – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
51-ე საჯარო სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა – დაკავებულია ერთი პირი
დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
„ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა მშვიდად დატოვეს“ – ლია გიგაური
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამინისტროს ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
-
სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
by ARIS.GE-განათლება
-
„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
by ARIS.GE-განათლება