GE

7 ქვეყანა, სადაც ტექნოლოგიის სასკოლო პროგრამებში ჩართვა წარმატებულია – UNESCO კვლევის შედეგებს აქვეყნებს

იუნესკოს პროექტის „მობილური სწავლების საუკეთესო პრაქტიკის“ ფარგლებში გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, სადაც მათი ინიციატივა სკოლაში მობილურის გამოყენების შესახებ წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სასკოლო სისტემაში მობილურის ინტეგრირებას და ინკლუზიური, თანაბარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

იუნესკოს მიერ შემუშავებული ინიციატივის საცდელი კვლევა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს სკოლებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში ამ მხრივ განხორციელებული პროექტები.

ექსპერტებმა ასზე მეტი განცხადება განიხილეს  და საბოლოოდ  7 საუკეთესო ქვეყნის პროექტი წარმოგვიდგინეს:

ურუგვაი

მთავრობის ინიციატივითა და განათლების პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით, 2009 წლიდან მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემის პროექტი დაიწყო. მათი სლოგანია „ერთი ლეპტოპი თითო ბავშვს“.  პროექტის ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში, ლეპტოპით 450 000 მოსწავლე დასაჩუქრდა. 2009 წლის მონაცემებით, კომპიუტერების მიღების შემდეგ მოსწავლეებსა და პედაგოგებში გაიზარდა მოტივაცია და თვითშეფასება.

ესპანეთი

ესპანეთში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ინოვაციური სწავლებისთვის ტექნოლოგია ერთადერთი გზა არ არის, მაგრამ აღიარებენ მის ეფექტურობასაც. საგანმანათლებლო პროცესების ცვლილება მიმართულია მოდერნიზაციის, ინოვაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რაც ტექნოლოგიური სიახლეების მხარდაჭერით ხორციელდება.

კორეის რესპუბლიკა

პროექტ „სწრაფი სასკოლო განათლების“ მიზნებია: ციფრული სახელმძღვანელოების განვითარება, ონლაინ კლასების დაფუძნება და შეფასება , უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა.

http://groups.itu.int/LinkClick.aspx?fileticket=-4b9-wDydtc%3D&tabid=1862

ჩინეთი

პეკინის სამეფო სკოლა ჩინეთის საერთაშორისო საშუალო სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა (98%) სწავლას საზღვარგარეთ წარმატებით აგრძელებს,  ძირითადად, აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. მათი საგანმანათლებლო სისტემა, რომელშიც  მობილური სწავლების  პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლებას გლობალური მოქალაქეობის შესახებ, სოციალურ-ემოციურ და ქცევით დონეებზე.

ხორვატია ელექტრონული სკოლების შექმნის ინიციატივითაც კი გამოდის.

ესპანეთი

ემ-სკოლები (mSchools) მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამაა,  რომელიც მოსწავლეებსა და პედაგოგებს საკლასო ოთახში მობილურის ინტეგრირების საშუალებას აძლევს, რაც სწავლა/სწავლების ახალი გზების გახსნას შეუწყობს ხელს.

ბრაზილია – სკოლა მობილური სწავლების პროექტის ფარგლებში სოციალურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარს აძლიერებს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური