GE

„აბიტურიენტების არჩევანის მიხედვით თსუ კვლავ ლიდერია”

თსუ-ის ინფორმაციით,  2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყოველი მეოთხე აბიტურიენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირჩევს და აბიტურიენტების არჩევანის მიხედვით თსუ კვლავ ლიდერია.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მთავარ პრიორიტეტად 10 287 აბიტურიენტმა დაასახელა. თსუ მეორე და მესამე არჩევანშიც პირველია.

თსუ-მ წელს 67 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 5308 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური