GE

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა ახალ ვიცე–პრემიერს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება.

„სანდრომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში. მოგეხსენებათ, რომ განათლება ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მესამე ვიცე–პრემიერი იქნება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამავე საკითხებზე სხვა უწყებებთან კოორდინაციაში იმუშავებს.

“პრემიერმა დამნიშნა ვიცე–მრემიერის თანამდებობაზე, ჩემი საქმე იქნება კოორდინაცია მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანუ თქვენთან მეტი ურთიერთობა მომიწევს, რასაც დადებითად ვუყურებ. მეორე არის ახალგაზრდული პოლიტიკა. შევეცდებით, რომ თავი მოვუყაროთ და ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ახალგაზრდული საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდეს”,– აღნიშნა ჯეჯელავამ.

რატომ დათანხმდა განათლების მინისტრობას ალექსანდრე ჯეჯელავა – მინისტრის კომენტარი

ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა – ბიოგრაფიული შტრიხები

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური