GE

ალმა მატერში ტურისტული კომპანია Diamond Georgia–ს გენერალურმა დირექტორმა ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა

ალმა მატერის 106-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა ტურისტული კომპანია Diamond Georgia–ს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ლოლიშვილმა.

თემატიკა შეეხო საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას, სტუდენტების დასაქმებას, აზერბაიჯანის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და ბაქოს ტურს, რომელიც მომავალი წლის აპრილს გაიმართება.

ზაზა ლოლიშვილმა აუდიტორიას გაუზიარა პირადი გამოცდილება ტურისტული კომპანიის მართვის და ტურისტული მარშრუტების მოდელირების შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური