GE

ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების რაოდენობა 240 და 120 იქნება – სია და პირობების ახალი ჩამონათვალი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.

გივი მიქანაძის ახალი ბრძანებით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ – ცენტრი);

ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია, როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის გადაწყვეტილების ცენტრის მიერ აღიარება დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მოიპოვებს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციას ან ცენტრი არ აღიარებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;

ე) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ზ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.დ) „ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0719) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ე) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ვ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ზ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.თ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ი) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.კ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ლ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.13), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.მ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ნ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ო) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.პ) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ჟ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.რ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ს) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ.ტ) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 60 კრედიტით ან არანაკლებ 120 კრედიტით, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა;

ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია, როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, უცხოური აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის გადაწყვეტილების ცენტრის მიერ აღიარება დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მოიპოვებს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციას ან ცენტრი არ აღიარებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

დ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა;

ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:

ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ბ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.გ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.დ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ე) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ვ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ზ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.თ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ი) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215), „თეატრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.2), „ქორეოგრაფიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.6), „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა /კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „საეკლესიო მუსიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.12), „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.13), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) და „ეთნომუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.17) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.კ) „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0211) „აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0211.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ლ) „ფსიქოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0313) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.მ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ.ნ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა“.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი, ძალაშია 24 მარტიდან.

ასევე იხილეთ: 

ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი

სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური