ამირან გაბრიელიძე – აბიტურიენტი გორიდან მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულით
დღეს 2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება განახლდა. ქულათა სტატისტიკა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა EDU.ARIS.GE-მ მათემატიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ქულის მფლობელი ამირან გაბრიელიძე იპოვა. ამირანმა მათემატიკაში მაქსიმალური, 59 ქულა მიიღო და ძალიან ბედნიერია.
ამბობს, რომ მაღალი შედეგის მოლოდინი ჰქონდა.
“დავამთავრე გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლა, გამოცდას რაც შეეხება, მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა და გამოცდებისთვისაც ყველაზე მეტად ამ საგნისთვის ვემზადებოდი. 59-ს შეიძლება ითქვას, რომ ველოდი. თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ, ფაკულტეტი – მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. სამომავლოდ მინდა, კარგად დავეუფლო ამ პროფესიას.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლასა და ჩემს რეპეტიტორს, რამაზ ბუჟღულაშვილს. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის”, – ამბობს ამირანი.
ამირანს ყველა სხვა გამოცდაშიც ძალიან მაღალი ქულები აქვს:
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება