GE

,,აუდიტორია 115″ – ვრჩებით უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში

სტუდენტურმა მოძრაობა ,,აუდიტორია 115″-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში კიდევ, დაახლოებით, 2 კვირა დარჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სტუდენტებისა და განათლებისა და კულტურის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა საერთო კრებაზე მიიღეს.

საპარლამენტო კომიტეტმა ,,აუდიტორია 115”-ის წევრებსაც და სტუდენტურ თვითმმართველობასაც 12 კითხვიანი და 5 ბლოკიანი კითხვები გადასცა –  თუ როგორ წარმოუდგენიათ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და ეს ქვეყნის განათლების სისტემას რა სარგებელს მოუტანს. ამ საკითხებზე ჩამოსაყალიბებლად კი სტუდენტებს 2 კვირიანი ვადა მიეცათ.

სტუდენტები ამ თემებზე მუშაობას დაჩქარებული წესით შეუდგენენ. სწორედ ამ პროცესის საბოლოო დასრულებამდე დარჩება ,,აუდიტორია 115” უნივერსიტეტში და გააგრძელებს სასწავლო კორპუსის პიკეტირებას.

„აქციიდან კონსტრუქციამდე“ – სტუდენტებთან კონსულტაციები პარლამენტში გაგრძელდა

ჟურნალისტების კორპუსში გამაგრებული სტუდენტების ერთი დღე – პროტესტი შიგნიდან

„აუდიტორია 115“ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს ➤ დეტალები დოკუმენტიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური