GE

აწსუ-ს გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ფილიპ კორი სტუმრობდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ფილიპ კორი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად ეწვია. სტუმრებს რექტორმა, როლანდ კოპალიანმა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა, მამუმლო ბუჭუხიშვილმა ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრში უმასპინძლეს, სადაც დეკანმა ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. კერძოდ, ნორვეგიის საელჩოს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრის მოწყობა, მომზადდა სასწავლო რესურსები პედაგოგებისა და ლექტორ-მასწავლებლებისთვის, საკითხავი მასალები სტუდენტებისთვის, ქართულად ითარგმნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, დოქტორ ღასან ხალილის წიგნი “ბავშვის უფლებები” და ა.შ.

უნივერსიტეტის რექტორის, როლანდ კოპალიანის განცხადებით ბავშვთ უფლებათა ცენტრს წინ დიდი გეგმები აქვს, რომელიც აუცილებლად შეუწყობს ხელს როგორც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, ისე ბავშვის უფლებების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

“ჩვენ იმერეთის რეგიონის ყველა სკლასთან გვაქვს მემორანუმი გაფორმებული და პედაგოიური ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მათთან. ბავშვთან აუფლებათა ცოდნის ცენტრი საკმაოდ აქტიურია და აქვს დიდი გეგმები. ამ ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია იმითაც რომ სასაკოლო და საუნივერსიტეტო განათლება იყოს კავშვირში ბავშვთა უფლებების საკიხებთან და მაღალკავლიფიციური კადრების მომზადებასთან ერთად ამ მიმართულებით გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება”,- აღნიშნა როლანდ კოპალიანმა.

“ამ ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვების გადარჩენის, მედეგობის უნარის გამომუშავების კუთხით. ბავშვის უფლებების კულტურის განვითარება საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ასეთი ცენტრების ჩამოყალიბებას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მდგრადი განვითარების მიზნებზე და ეს მიზნები მიიღწევა მაშინ, როდესაც ბავშვები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და სწორედ ამიტომაა ეს ცენტრი მნიშვნელოვანი”,- აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ ფილიპ კორიმ.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან. ამჯერად ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს და ხელნაკეთი წიგნი წარადგინეს.

ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრი უნივერსიტეტში მიმდინარე წლის სექტემბერში გარეოს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფინანსური ხელშეწყობით გაიხსნა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური