GE

აწსუ-ში საჯარო ლექცია ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს გენერალური პროკურატურის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილემ, სპეციალიზებულმა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ. ლექციის თემა იყო: „ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“.

სპეციალიზებულმა პროკურორმა განიხილა ქალთა მიმართ ძალადობის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ქალთა მიმართ გენდერული უფლებების დაცვისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული სამართლებრივი ღონისძიებები, არსებული მიღწევები და გამოწვევები. ასევე, მან ისაუბრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟირების ეტაპების შესახებ და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას მომავალი პროფესიის განვითრებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მსგავსი ტიპის შეხვედრებს სტუდენტებისთვის ხშირად მართავს, რაც მათ ხელს უწყობთ კარიერულ განვითარებაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური